სოფელი, რომელსაც 30 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება

სოფელი, რომელსაც 30 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 500 კომლიან სოფელ ღვანკითს, წლებია, სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივების თქმით, 1986 წლის შემდეგ სოფელს წყალი არ აქვს. ღვანკითელებს სასმელი წყლის მოტანა რაიონული ცენტრიდან უხდებათ, რადგანაც არტეზიულ ჭებიდან მიღებული წყალი სასმელადაც უვარგისია და ვერც ტექნიკური დანიშნულებით იყენებენ.

"სასმელი წყლის მოტანა შორი მანძილიდან გვიწევს. საოჯახო საქმეებისათის კი ვიყენებთ დაგროვებულ წვიმის წყალს, თუმცა, ხშირად არც ეს გვაქვს, წყლის მოსატანად თერჯოლაში გვიწევს წასვლა, რაც ძალიან გვიჭირს, " - ამბობს ადგილობრივი ნარგიზ რობაქიძე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის აღნიშნული პრობლემა ცნობილია და მუნიციპალიტეტი აქტიურადაა დაინტერესებული საკითხის მოგვარებით.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა