"მე არ ვარ შარლი - მე ვაზაგაშვილი ვარ" , "მე რობაქიძე ვარ" - ამ პლაკატებით გაიმართა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "თელავი ჩემი ქალაქიას" ორგანიზებული აქცია თელავის თეატრის წინ.
"ჩვენ ვართ ვაზაგაშვილების გვერდით. გვინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც არ მოხდება ასეთი ვანდალიზმი. გვსურს, რომ არც ერთი მოქალაქე არ იყოს დაზარალებული მშვიდობიან საქართველოში", - აღნიშნა "თელავი ჩემი ქალაქიას" თავმჯდომარე თამარ ლაზარიაშვილმა.