"სიცოცხლეში ვერ გავეცით პასუხი..". -თინა ხიდაშელი ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

"სიცოცხლეში ვერ გავეცით პასუხი..". -თინა ხიდაშელი ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ფეისბუქის პირად გვერდზე იური ვაზაგასვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ საქმის სწრაფი და პროფესიული გამოძიება შესაძლოა ჩვენი სამართალდამცავების ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი აღმოჩნდეს.

"საქართველოში არ ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ინფორმაციები. თავზარდაცემული ვარ იური ვაზაგაშვილის სიკვდილით.

დიდი იმედი მაქვს არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება. ამ საქმის სწრაფი და პროფესიული გამოძიება შესაძლოა ჩვენი სამართალდამცავების ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი აღმოჩნდეს.

ბატონი იური ამდენი წელი ყოველი ჩვენგანის და ჩვენი შვილების სოცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, სიცოცხლეში ვერ გავეცით პასუხი, სიკვდილის შემდეგ მაინც, ჩვენი ღირსების საქმეა არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე არ დარჩეს", - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს