სოფელ ჭერემში მგლებმა 10 ძროხა დაგლიჯეს

სოფელ ჭერემში მგლებმა 10 ძროხა დაგლიჯეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემში მგლებმა 10 სული ძროხა დაგლიჯეს. დაზარალებულების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მტაცებლები საქონელს თავს ესხმიან. მათივე თქმით, დღისით მგლები სოფლის ცენტრში ჩამოდიან, მოსახლეობას კი მგლის მოკვლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეუძლია.

"სოფელს 4-5 მგელი შემოესია და 10 ძროხა შეგვიჭამა. მტაცებლები სოფელში დღეც ჩამოდიან. გვეშინია, რომ ჩვენც არ შეგვჭამონ. ვის არ ვთხოვეთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა ლევან ჯაჭვაძემ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა