ირაკლი კაკაბაძე კონსერვატორიის რექტორს პასუხობს

ირაკლი კაკაბაძე კონსერვატორიის რექტორს პასუხობს

მწერალი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე კონსერვატორიის რექტორის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის დახმარებას ითხოვს.

"რეზოს აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რასაც ამბობს - ერთის დამატებით - სჯობია ისეთი საზოგადოება და სახელმწიფო გვქონდეს, რომელიც ნიჭიერ სტუდენტებს იმდენ სტიპენდიას მისცემს, რომელიც აღარ დააჭირვებს მათ 250 ლარის გულისათვის თავის მოკვლას. ამდენი ფული რომ მიდის სამხედრო და პოლიციურ ხარჯებში - არ შეიძლება ამის ნაწილი მაინც განათლებაში წავიდეს?! ეს მუსიკოსები, არტისტები, მხატვრები, პოეტები, რეჟისორები და სხვები არიან საქართველოს მთავარი იარაღი - და თუ მთავრობა ამას ვერ ხვდება და ბურჟუა-პოლიციურ ხარჯებს წევს მარტო - მაშინ ამ ქვეყანას დიდი ხნის ცხოვრება აღარ უწერია! მწარედ ჟღერს, მაგრამ ასეა! მოვითხოვოთ ბიუჯეტის გაზრდა განათლებისათვის! რაც შეიძლება მალე!", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: კონსერვატორიის რექტორი - "დამეხმარეთ!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს