სასამართლო პროცესები, რომლებიც ცხოველების წინააღმდეგ გაიმართა

სასამართლო პროცესები, რომლებიც ცხოველების წინააღმდეგ გაიმართა

შუა საუკუნეებში ცხოველების წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესები სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.

1545 წელს შვეიცარიაში სასამართლო პროცესი ხოჭოების წინააღმდეგ გაიმართა. შედგენილ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ხოჭოები მათთვის გამოყოფილ ადგილებში უნდა ცხოვრობდნენ. ადამიანებს, რომლებიც მათ მახლობლად ცხოვრობდნენ, ეკრძალებოდათ მწერებისთვის რაიმე ზიანის მიყენება.

ესპანეთის ქალაქ ჩერამანში ჩრჩილს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. შემთხვევა 1540 წელს მოხდა, როდესაც ჩრჩილმა საკმაოდ ძვირადღირებული გობელენი გაანადგურა. მწერს თავი მოკვეთეს.

1545 წელს საფრანგეთის ქალაქ სან-ჟან-დე-მოლენში, კალიებს ყურძნის მოსავლის განადგურებაში დასდეს ბრალი. სასამართლოს ადვოკატებიც კი ესწრებოდნენ, ერთი მხარე ქალაქის მაცხოვრებლების უფლებებს იცავდა, ხოლო მეორე - კალიების. თუმცა, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე კალიები გაქრნენ, ხოლო პროცესი გაურკვეველი ვადით, მათ ხელახალ გამოჩენამდე გადაიდო.

1120 წელს საფრანგეთში თაგვები გაასამართლეს, რომლებმაც ბურღულეულის მარაგი გაანადგურეს.

1313 წელს საფრანგეთში ხარმა დიდი ზიანი მიაყენა მამაკაცს, სასამართლოს არ შეეძლო მომხდარი რეაგირების გარეშე დაეტოვებინა და ხარს ჩამოხრჩობის გზით, სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.

მეთოთხმეტე საუკუნეში შვეიცარიის მოქალაქეებმა სასამართლოში თეთრ მატლებს უჩივლეს. სასამართლო პროცესი ბრალდებულების გარეშე გაიმართა. იმის გამო, რომ სასამართლომ არაჰუმანურად მიიჩნია თეთრი მატლების განადგურება, მათ ტყეში სპეციალური ადგილი გამოუყვეს, სადაც ისინი ვერავის ვერ მიაყენებდნენ ზიანს.

გარდა ამისა, ისტორიაში ცნობილია ისეთი შემთხვევები, როდესაც განაჩენი ცხოველების გარდა, მცენარეებსაც გამოუტანეს. მაგალითად, ჰენრი მეოთხეს მმართველობის დროს გაიმართა სასამართლო პროცესი ნესვის წინააღმდეგ. ნაყოფი მუცლის ტკვილის მიყენებაში დაადანაშაულეს ისეთი მნიშვნელოვანი პირისთვის, როგორიც მისი უდიდებულესობა იყო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს