ქუთაისის ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი გამოთქვა

ქუთაისის ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი გამოთქვა

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე განაცხადების მიღება შეწყდა. რექტორობის სურვილი ოთხმა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა. სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი ასევე შეიტანეს მოქმედმა რექტორმა გიორგი ღავთაძემ, ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, შერმადინ მიქელთაძემ და ყოფილმა რექტორმა გიორგი ონიანმა.

"რეგისტრაცია ოთხმა კანდიდატმა გაიარა. საარჩევნო კომისია განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და თუკი რაიმე დარღვევა იქნება, კონკურსანტებს გასასწორებლად 2 დღის ვადა ექნებათ", - განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია ბერეკაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა