ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა მსოფლიოში და ბოლო დროს მასზე ბევრი ლაპარაკობს. გარდა იმისა, რომ სწავლების პრინციპები ყველასგან გამორჩეული და ორიგინალურია, ფინელმა ბავშვებმა არაერთხელ აჩვენეს საუკეთესო შედეგები მსოფლიო მასშტაბით, ცოდნის მხრივ. შესაბამისად, ასეთ სწავლებას სერიოზული და ყველაზე სასიკეთო შედეგებიც მოაქვს. იქნებ, ჩვენთანაც იფიქრონ მსგავსი სისტემის შემუშავებაზე, მანამდე კი უფრო ახლოს გავიცნოთ ეს მართლაც ძალიან საინტერესო და ეფექტური სწავლების პრინციპი.
საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სავალდებულო სწავლება ფინეთში 2 საფეხურისგან შედგება: დაწყებითი - ქვედა 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით; ზედა - 7-დან 9 კლასის ჩათვლით. დამატებით მე-10 კლასში მოსწავლეებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ შედეგები. ამის შემდეგ ისინი სწავლას აგრძელებენ პროფესიულ კოლეჯში ან ლიცეუმში, ეს იგივეა, რაც ქართული მე-11, მე-12 კლასები.
ფინური "საშუალო" განათლების პრინციპები
არ არსებობს არანაირი ელიტური სკოლა. ქვეყნის ყველაზე დიდი სკოლა ითვლის 960 მოსწავლეს. ყველაზე პატარა სკოლაში კი 11 მოსწავლე ირიცხება. თითქმის ყველა სკოლა საჯაროა, ასევე არის რამდენიმე ათეული კერძო სკოლა. ყველა სკოლაში ერთნაირი ინვენტარი და პროპორციული დაფინანსებაა.
ერთი რომელიმე საგნის ამორჩევით შესწავლა მეორის ხარჯზე - დაუშვებელია. აქ არ ითვლება, რომ მათემატიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელოვნება. პირიქით. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი კლასების შექმნა, სადაც ისწავლიან ხატვის, მუსიკისა და სპორტისადმი განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ბავშვები.
თუ რა პროფესიისაა ბავშვის მშობელი, მასწავლებელი იგებს აუცილებლობის შემთხვევაში. მასწავლებლისათვის აკრძალულია მშობლის ანკეტური მონაცემების ცოდნა.
ბავშვები არ არჩევენ ერთმანეთს. არ არსებობენ "კარგები" და "ცუდები". მოსწავლეების ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია. ერთად სწავლობენ როგორც განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული, ასევე ინვალიდის სავარძელზე მსხდომი ბავშვები. ინკლუზიური სწავლება აქ მაღალ დონეზეა განვითარებული. თუ სკოლაში არიან სმენადაქვეითებული ან მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვები, მათთვის ცალკე კლასები იხსნება, სადაც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფენ.
მასწავლებელი არ არჩევს ბავშვებს. ყველა მასწავლებელთან ხელშეკრულება იდება 1 წლით. თუ სასწავლო წელმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, მას გაუგრძელდება ხელშეკრულება კიდევ 1 სასწავლო წლით. მასწავლებლებს მაღალი ხელფასი აქვთ: 2500 ევროდან - დამხმარე მასწავლებელს, 5000 მდე - საგნის მასწავლებელს.
სწავლის გარდა უფასოა: კვება, ექსკურსია, მუზეუმი, ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვი მიჰყავს სკოლაში და მოჰყავს სკოლიდან, თუ სკოლა მდებარეობს სახლიდან 2 კმ-ზე შორს. სასწავლო წიგნები, საკანცელარიო მოწყობილობები, კალკულატორი, პლანშეტები და ნოუთბუქიც კი უფასოა. ნებისმიერი მიზეზით თანხის შეგროვება მშობლების მხრიდან - დაუშვებელია.
განაგრძეთ კითხვა