ქისტური ტრადიციები - ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს და მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''

ქისტური ტრადიციები - ''არ ჯობია ოთხი ცოლი მყავდეს და მათი ერთგული ვიყო, ვიდრე ერთი და თვალი სხვებისკენ გამირბოდეს?!''

ბავშვობაში ქისტი ქართველური ტომების ერთ-ერთი წარმომადგენელი მეგონა. ისე, როგორც მეგრელი, ლაზი, ხევსური, აჭარელი. არ მახსოვს, ეს აზრი ვაჟას ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა, თუ მანამდე... ასეა თუ ისე, პანკისის ხეობაში ჩასული პირადად შევხვდი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა როცა მათ გამოველაპარაკე და მათი ტრადიციების შესახებ მოვისმინე, დავრწმუნდი, რომ ქართველები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ვაინახური ტომის წარმომადგენელთა გვარების უმეტესობა ''შვილით'' მთავრდება, პასპორტში კი ეროვნება ქისტი უწერიათ. ეს ხალხი კარგად იცნობს ქართულ ტრადიციებს და ახლო ურთიერთობა აქვთ მათთან, თუმცა ქართველებისგან მკვეთრად განსხვავებული ტრადიციები და ხასიათი აქვთ. როგორც მუსლიმებს ჩვევიათ, დღემდე ინარჩუნებენ უძველეს ტრადიციებს. კავკასიური ოჯახისთვის დამახასიათებელი უფროს-უმცროსობის ადათი ქისტებთან დღემდე შემონახულია. რა თავისუბურებები და უცნაურობები აქვს ქისტურ ოჯახებს, ამის შესახებ ადგილობრივი ქისტები გვიამბობენ.

ლია მარგოშვილი, ქისტი, პანკისის ხეობის მკვიდრი:

- როგორც კი სკოლა დავამთავრე, მომიტაცეს. თუ ბიჭს გოგო მოეწონება, მოტაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ გოგოს არ უნდა და საქმროსთან არ დარჩა, მისი წასვლის შემთხვევაში, ბიჭის გვარის ყველა წარმომადგენელი ''ფეხზე დადგება'', რადგან ქალის პროტესტი მათ დაწუნებასა და სირცხვილს ნიშნავს. ამიტომ უყვარს თუ არ უყვარს, მაინც უნდა დარჩეს, საერთო საქმისთვის ასე ჯობია.

- პატარძალი როგორ იქცევა?

- მას გარკვეული ხნის განმავლობაში მორიდება მართებს ქმრის ნათესავებთან ურთიერთობაში. რამდენიმე დღე საერთოდ არ ლაპარაკობს. თუ დედამთილი ან ქმრის რომელიმე ნათესავი პატარძლის ''ალაპარაკებას'' მოისურვებს, უნდა უთხრას: წყალი მომიტანეო, როცა დავალებას შეასრულებს, ყურში ეტყვის, მე თუ არ დაგაფასე, ღმერთმა დაგაფასოსო. ამის შემდეგ ჯერ იმასთან შეუძლია ლაპარაკი, ვისაც წყალი მიუტანა, შემდეგ კი თანდათან ''ქმარეულებშიც'' შინაურდება.

- ეს ტრადიციები დღემდე მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, ყველა ახალმოყვანილი ქისტი პატარძალი ვალდებულია ასე მოიქცეს.

- სიძეც ასე იქცევა, თუ ის უფრო თამამია ''ცოლეურებში''?

- არა, უფრო თამამია, თუმცა რაღაც შეზღუდვები მისთვისაც არსებობს.

- როგორც ვიცი, ქისტ მამაკაცს რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება აქვს...

- დიახ, შეუძლია ერთდროულად ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვის მატერიალური საშუალება აქვს. მათ შორის განათხოვარი და გამოშორებული ქალის მოყვანის უფლებაც აქვთ.

- ოთხივე ცოლი ერთ სახლში ჰყავს თუ ცალ-ცალკე?

- ვის როგორც შეუძლია, ჩემს ახლობელს ჰყავს ოთხი ცოლი, ოთხივე ერთ სახლში.

გაგრძელება

"საპატიო თბილისელის" წოდება გურამ დოჩანაშვილს და ცხრა ექიმს მიენიჭა - ფოტოები უჩვეულო "თბილისობის" საღამოდან

"ასე მგონია, ახლაც გვეხუმრება და სადაცაა გამოჩნდება" - 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელვაჩაურში, მდინარეში ეძებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია

"მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის" - ძალოსნობის ფედერაცია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს