"განკითხვის საათი" 2 წუთით მოახლოვდა

"განკითხვის საათი" 2 წუთით მოახლოვდა

22 იანვარს, განკითხვის დღის საათი 2 წუთით წინ გადაწიეს: ახლა იგი 23 საათსა და 57 წუთს უჩვენებს. პროექტის ავტორების თქმით, საათის გადაწევის გადაწყვეტილება ბირთვული ომისა და კლიმატური საფრთხეების გაზრდილმა საშიშროებამ გამოიწვია. განკითხვის დღის სიმბოლური საათის პროექტი 1947 წელს ამერიკულმა სამეცნიერო ჟურნალმა "ჩაუშვა". საათი ბირთვული შეიარაღების პოტენციალისა და დედამიწაზე არსებული დაძაბულობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. შუაღამე ბირთვული კატაკლიზმის მომენტს აღნიშნავს. საათის ისრები, ჟურნალის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებისამებრ იცვლება, რომელშიც ნობელის პრემიის 18 ლაურეატი მონაწილეობს.

"2015 წელს არაკონტროლირებადი კლიმატური ცვლილებები, ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია, გაზრდილი ბირთვული არსენალები მთელი კაცობრიობისთვის დიდი საფრთხის მომასწავებელია. მსოფლიო ლიდერებს არ გამოსდით ოპერატიულად მოქმედება. პოლიტიკური ლიდერების შეცდომები დედამიწის ყველა მკვიდრს უქმნის საფრთხეს. გლობალური კატასტროფის მოხდენის შესაძლებლობა ძალიან მაღალია", - აცხადებს ჟურნალის დირექტორი კენეტ ბენედიქტი. 1947 წელს საათი 23 საათსა და 53 წუთზე დააყენეს, ხოლო 1952 წელს თერმობირთვული ბომბის გამოცდის შემდეგ - 23:58-ზე.

ისრების ყველაზე შორეული მდებარეობა 1991 წელს დაფიქსირდა. 12 საათს 17 წუთი მაშინ დააკლდა, როდესაც აშშ-სა და სსრკ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ დაიდო ხელშეკრულება. 2000-იან წლებში საათის გადაწევა ძირითადად კლიმატური ცვილებების გამო ხდებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს