რას ფიქრობენ ''ევროვიზიაზე'' წარსადგენ სიმღერაზე - '' თუ ათეულში მოვხვდით, უნდა გვიხაროდეს...''

რას ფიქრობენ ''ევროვიზიაზე'' წარსადგენ სიმღერაზე - '' თუ ათეულში მოვხვდით, უნდა გვიხაროდეს...''

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ''ევროვიზიაზე'' საქართველოს ამჯერად ნინა სუბლატი წარადგენს. წელს შიდაშესარჩევი ტური განსხვავებულად გაიმართა. მონაწილეებს მაყურებელი უმესიჯებდა და დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ესემესის გაგზავნა იყო შესაძლებელი. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რამდენად შეიძლება სიმღერამ ქართველ მონაწილეს წარმატება მოუტანოს. ჩვენ რამდენიმე კომპეტენტური ადამიანის აზრით დავინტერესდით.

მაიკო კაჭკაჭიშვილი (კომპოზიტორი):

- მაიკო, ''ფეისბუქზე'' სტატუსი დაწერე, ''მაინტერესებს, ვინ დაწერა ნინა სუბლატის სიმღერა''. არ მოგეწონა სიმღერა?

- კონკურსზე სიმღერის ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ სიმღერასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ და ნინას წარმატებებს ვუსურვებ.

- ამბობენ, რომ კონკურსი პოლიტიკურია, ამიტომ გაქვს ასეთი განწყობა სიმღერასთან დაკავშირებით?

- კონკურსი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. სიმღერა როგორიც უნდა დაიწეროს, არ აქვს მნიშვნელობა. სიმღერა კონკურსის ფონია და არა მნიშვნელოვანი ნაწილი. დანარჩენზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. არც კარგს ვიტყვი და არც ცუდს. ხმას არ ამოვიღებ სიმღერის თაობაზე. უბრალოდ, მაინტერესებდა ავტორი. თურმე თავად ნინა ყოფილა. არ ვიცოდი, თუ სიმღერებსაც წერდა, ახლა გავიგე და წარმატებას ვუსურვებ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს