რომის პაპმა ოჯახებს მოუწოდა, ”კურდღლებივით ნუ მრავლდებიან”

რომის პაპმა ოჯახებს მოუწოდა, ”კურდღლებივით ნუ მრავლდებიან”

რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა განაცხადა, რომ კათოლიკები ”კურდღლებივით არ უნდა მრავლდებოდნენ”. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა დააზუსტა, რომ კათოლიკები პასუხისმგებლობით აღსავსე მშობლები უნდა იყვნენ.

ფილიპინებში პაპი ჟურნალისტებთან მშობლების როლზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ არსებობს ეკლესიის მიერ აღიარებული მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია ჩასახვის რეგულაცია. პაპმა აღნიშნა, რომ ეკლესია კრძალავს მშობიარობის შეწყვეტას და კონტრაცეფციის წინააღმდეგია.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა უნდა ქნან იმ ოჯახებმა, რომლებსაც უკვე ბევრი შვილი ყავთ, პაპმა უპასუხა, რომ არცერთ სოციალურ ინსტიტუტს არ აქვს უფლება, ოჯახებს თავისი აზრი მოახვიოს თავზე და ასევე, თავისი შეხედულებები ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით.

რომის პაპი ფილიპინებში აზიური ტურის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც 12 იანვარს დაიწყო. მანილას ქუჩებში პაპის სანახავად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს