სოფელ ანაგაში "ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრი გატეხეს

 სოფელ ანაგაში "ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრი გატეხეს

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში "ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრი გატეხეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია სეიფი, რომელშიც ბანკის თანამშრომლების განცხადებით, 4 ათას ლარამდე თანხა იყო. ქურდობა 23 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

"ლიბერთი ბანკის" სიღნაღის ფილიალის მმართველი დავით დურგლიშვილი კომენტარს არ აკეთებს.

შსს-ს ინფორმაციით, კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილი უკვე გამოიკვლიეს, აღებულია ანაბეჭდები და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა