ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაჭრილი ირემი სამი კილომეტრის მანძილზე ხელით ატარა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაჭრილი ირემი სამი კილომეტრის მანძილზე ხელით ატარა

ოლიმპიური თამაშების ოქროს პრიზიორმა გრეგ რაიზერფორდმა ტვიტერზე საკუთარი გულისამაჩუყებელი ისტორიის შესახებ დაპოსტა. როგორც სპორტსმენის პოსტიდან ირკვევა, მან ძაღლებთან სეირნობის დროს, დაჭრილი ირემი იპოვა, რომელიც სამი კილომეტრის მანძილზე ხელით ატარა.

"ახალახან მოვიყვანე სახლში ტრავმირებული ირემი. ახლა ველოდებით ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას. იმედია, დაეხმარებიან პატარას, საწყალს ფეხი აქვს მოტეხილი".

მიუხედავად იმისა, რომ მას ცხოველის დაძინება ურჩიეს, რეიზერფორდმა გადაწყვიტა, ადგილობრივი ვეტერინარისთვის მიემართა, სადაც ცხოველს ფეხზე თაბაშირი დაადეს. "ჩემი ახალი მეგობარი: მელვინ/დორისი (არ ვარ დარწმუნებული დედალია თუ მამალი). იმედი მაქვს, რომ საბრალო გადარჩება".

სამწუხაროდ, აღმოჩენილი დახმარების მიუხედავად, ცხოველის დაძინება ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. "ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ, რომ ცხოველის პოვნა მოხერხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დიდხანს მოუწევდა ტანჯვა", - განაცხადა კლინიკის მედდამ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს