"ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა - ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა - ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიციის ავტორიტეტის დაცემის გამო შეშფოთებულია და თავის ემოციებს მორიგ პოსტში გამოხატავს.

"გუშინ რედისონთან ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა! ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო. ამ ბიჭის გვარს შეგნებულად არ ვწერ.

მანამდე ლიკანში, ციხიდან გამოსულმა, რამდენჯერმე ნასამართლევმა ადამიანმა მოკლა პოლიციელი.

კიდევ უფრო მანამდე თელავის ცენტრში, ცნობილმა კრიმინალმა ესროლა პოლიციელს! ადგილზე გარდაიცვალა თანამშრომელი!

კიდევ უფრო მანამდე, ბათუმში ქურდის ძმაკაცმა, კლუბში მოკლა პოლიციელი.

ქუთაისში, საკრებულოს ქოცმა წევრმა დაცვის პოლიციის თანამშრომელს პაგონი აახია!

ბატონო პრემიერ მინისტრო! დაიცავით პოლიციელების სიცოცხლე და ღირსება! ნუ აჩმორებინებთ კრიმინალებს იმ ადამიანების თავს, ვიზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, თორემ  ძალიან ცუდად დაამთავრებთ!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და ძალოვანი უწყებების პრესსამსახურების წარმომადგენლებსაც მიმართავს.

"P.S. გუშინ გამოჩეკილმა, ოროსანმა პრესცენტრებმა არ დაიწყონ დაბოლება ხალხის, რომ ყველა პოლიციელი დაცულია! თორემ მივალ მათ უწყებაში კოლეგებთან ერთად და რაც აქ მიწერია, ყველაფერს დისკზე ჩაწერილს მივიტან!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს