ჯიხურში მცხოვრები დევნილი: "ზოგჯერ მგონია, რომ დილამდე ვერ მივაღწევ, ისე მცივა"

ჯიხურში მცხოვრები დევნილი: "ზოგჯერ მგონია, რომ დილამდე ვერ მივაღწევ, ისე მცივა"

ქუთაისში, მუხნარის ტყეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ.  ამორტიზირებულ ხისა და რკინის კოტეჯებში მცხოვრები დევნილების თქმით, მათ გადასახლებას 20 წელია ჰპირდებიან, თუმცა უშედეგოდ.

დევნილებს შორის ყველაზე გაუსაძლის პირობებში 70 წლის ქალბატონია, რომელიც 4 კვ.მ რკინის ვაგონში ცხოვრობს.

"ზოგჯერ მგონია, რომ დილამდე ვერ მივაღწევ, ისე მცივა. წარმოიდგინეთ, 22 წლის ვაგონი, რომელიც ტყეში დგას. მთლიანად დახვრეტილია, საიდან შემოდის ქარი, წვიმა და მღრღნელები, ვერ ვხვდები. ზაფხულში კიდევ უფრო საშინელებაა, გარეთ რომ 30 გრადუსია, გაცხელებულ რკინის ვაგონში ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს", - აცხადებს ქალბატონი.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა