რეგიონული საკოორდინაციო ცენტრების უფროსები გაათავისუფლეს

რეგიონული საკოორდინაციო ცენტრების უფროსები გაათავისუფლეს

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული საკოორდინაციო ცენტრების უფროსები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სისტემაში რეორგანიზაციის გამო, თანამდებობას აღარ იკავებს სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, ვასილ ხომერიკიც.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში შემდეგ კომენტარს აკეთებენ: "ისე მოხდა, რომ ყველა რეგიონში ეს სამსახური გაუქმდა. მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, მოხდა შიდა კვლევის ჩატარება, ვინ როგორ ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციას, რა საჭიროებები იყო და ა.შ. ამ კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ის რგოლი, რომელიც იყო რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩაითვალა ზედმეტად. ახლა უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც რეგიონების მთავარ ქალაქებში ამოქმედდება".

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა