სააკაშვილის თქმით, პუტინი აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრას გეგმავს

სააკაშვილის თქმით, პუტინი აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრას გეგმავს

"საქართველოში შემოჭრისთვის რუსეთი დაჩქარებული ტემპით აგებს გზას. ეს გზა პუტინს საშუალებას მისცემს, უმოკლეს დროში დაიწყოს აზერბაიჯანის ინტერვენცია", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პორტალ New Eastern Europe-სთან ინტერვიუში.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მას პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზა. მიუხედავად ამ წინადადების მომხიბვლელობისა, ქართველმა პოლიტიკოსმა თანამდებობაზე უარი თქვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნოს და ქართულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ის დიდ იმედებს ამყარებს ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც შეუძლია მომავალი არჩევნები მოიგოს საქართველოში.

საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგავს საკუთარ პოზიციას ქვეყანაში და ეს აუცილებლად დააჩქარებს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების თარიღს. სააკაშვილმა თქვა, რომ ის საქართველოში შემდეგი არჩევნებისთვის დაბრუნდება. ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველი ოლიგარქი რუსულ ბიზნესთან კავშირში დაადანაშაულა და "ეფესბეს" აგენტი უწოდა.

სააკაშვილის თქმით, პუტინი გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას, რათა მიიღოს კორიდორი ყირიმში. მისი აზრით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი დონბასში შეტაკებების დაწყებისთვის. სააკაშვილი აგრეთვე თვლის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას აგრესიული გეგმები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში. ამიტომ რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელ გზას იშენებს.

სააკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი ენერგორესურსების ბაზარზე რუსეთის მთავარი კონკურენტია. საომარი ექსპანსია აზერბაიჯანის სრულად დაპყრობისკენ არ იქნება მიმართული. რუსეთი კონტროლქვეშ მოაქცევს ინფრასტრუქტურულ კავშირებს და მილსადენებს. სააკაშვილის აზრით, სწორედ ამ მიზნებისთვის იგება გზა დაღესტანში, რომლისთვისაც რუსულმა სახელმწიფომ სამი მილიარდი დოლარი გამოყო. სააკაშილმა აღნიშნა, რომ ამ გზის 16 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და ამაზე თანხმობა ქართულმა მთავრობამ განაცხადა.

მომზადებულია haqqin.az-ს მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, გამოიწერეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი