ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა თბილისში იმოგზაურა და შთაბეჭდილებების გაზიარება დანარჩენებისთვისაც გადაწყვიტა. მისი თქმით, თბილისის ისტორიული ნაწილი ძირითადად, ვიწრო ქუჩებისგან, მრავალრიცხოვანი ეკლესიებისგან და არქიტექტურის ძეგლებისგან შედგება.
ბარათაშვილი ქუჩას მან კონსტრასტების ქუჩა უწოდა და აღნიშნა, რომ იგი სიძველის და სიახლის ერთგვარ სიმბიოზს წარმოადგენს, სადაც თანამედროვე არქიტექტურის ძეგლები და ნაციონალურ სტილში გადაწყვეტილი შენობები ერთად თანაცხოვრობენ.
თბილისით აღფრთოვანებულმა ტურისტმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრზე და ხაზი გაუსვა, რომ შენობის და არქიტექტორი და სკულპტორი თავად რეჟისორია.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი