7 წლის ასაკში მან უცნობ ადამიანს საჩუქარი გაუგზავნა და სულაც არ ელოდა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა

7 წლის ასაკში მან უცნობ ადამიანს საჩუქარი გაუგზავნა და სულაც არ ელოდა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა

2000 წელს, როდესაც ტაირელ ვულფი 7 წლის იყო, დედამ აიძულა მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო აქციაში, რომლის მიზანიც, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საშობაო საჩუქრების გაგზავნა იყო. ტაირელის საჩუქარი შემთხვევით, მოხვდა გოგონასთან, სახელად ჯოანა, რომელიც ფილიპინებზე ცხოვრობდა. საშობაო ყუთში საჩუქრებთან ერთად, ტაირელმა საკუთარი სურათიც ჩადო და მისამართიც დაწერა. ფილიპინელმა გოგონამ გადაწყვიტა ბიჭისთვის მადლიერების წერილი გაეგზავნა. თუმცა, ისტორია ასე არ დასრულებულა.

2011 წელს ჯოანამ გადაწყვიტა, ბიჭი "ფეისბუქის" მეშვეობით მოენახა. ახალგაზრდები დროში 15 საათიანი სხვაობის მიუხედავად, დიდი დროს ატარებდნენ ერთმანეთთან საუბარში. 2013 წელს ტაირელი გოგონას ფილიპინებზე ეწვია. ამის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მოინახულა ჯოანა, თუმცა, უკვე სხვა მიზანი ამოძრავებდა. ტაირელმა მას ხელი სთხოვა. ისინი აიდაჰოში გადავიდნენ, სადაც თითქმის ერთი წელია ერთად ცხოვრობენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს