"შვილის ჯარში წასვლა შემწეობის მოხსნის მიზეზი გახდა"

"შვილის ჯარში წასვლა შემწეობის მოხსნის მიზეზი გახდა"

სოციალურად დაუცველი ოჯახი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სახელმწიფო შემწეობის აღდგენაში დახმარებას სთხოვს. ეთერ მუმლაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ყოველთვიური ფულადი დახმარება იმიტომ მოუხსნეს, რომ მისი შვილი ჯარში წავიდა. ქალბატონი ამბობს, რომ საკვების და მედიკამენტების შეძენას უსახსრობის გამო ვეღარ ახერხებენ.

"არ ამიღია 6 თვის განმავლობაში არც პენსია და არც დახმარება. ბავშვი წავიდა ჯარში, იქნებ მე მაინც გავაკეთო რამე, წინ რომ წავიწიოთო. რატომ არ განაცხადეო, მე კი არ ვიცოდი, რომ უნდა გამეცხადებინა", - ამბობს სოციალურად დაუცველი ქალბატონი.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილების უფროსი, თამაზ კაკიაშვილი ამბობს, მუმლაძეების ოჯახის პრობლემას იცნობს და მათ რამდენიმე თვეში ხელახალი განაცხადის დაწერას ურჩევს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა