"ჭირი ტურისტს, დაგვიბრუნეთ სტალინის ძეგლი"

"ჭირი ტურისტს, დაგვიბრუნეთ სტალინის ძეგლი"

გორის კომბინატის კულტურის სახლში, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი რეგიონის ვეტერანებს შეხვდა. შიხიაშვილს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე თხოვნით მიმართა.

"თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ გორელები და მგონი, მთელი საქართველოც, როცა გორიდან სტალინის ძეგლია აღებული. ვის რას უშლიდა?! თურმე ასეთი განაცხადი გააკეთეს, რომ ვიღაცა ტურისტი რომ მობრძანდება, მას არ სიამოვნებს მისი დანახვა. შავი ჭირი იმ ტურისტს, სულ არ მჭირდება, მე არ გამიგზავნია მისთვის მოსაწვევი ბარათი. გთხოვთ, ეს საკითხი მიიტანეთ, რომ ჩვენი ხარჯით გავაკეთოთ, დაგვიბრუნეთ სტალინის ძეგლი", - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ შიხიაშვილს.

"უწმინდესი ყოველ 21 დეკემბერს პანაშვიდს უხდის სტალინს. მოიხსენიებს მის სულს. აქედან გამომდინარე, ვინც მტარვალი და ქვეყნის დამაქცევარია, უწმინდესი ისეთ კაცს პანაშვიდს არ გადაუხდის. მინდა გითხრათ, რომ დაყენებული მაქვს ეგ საკითხი და პლუს თბილისში რომ ქანთარიას ძეგლი დაიდგას... კაცმა, რომელმაც წერტილი დაუსვა ომს. და რატომ? - 70 წლის იუბილეა ფაშიზმზე გამარჯვების. პრემიერ-მინისტრის სურვილია და შესაბამისი კომისია შექმნილია, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს ეს იუბილე და დიდი პატივი მივაგოთ იმ ვაჟკაცებს... რომლებმაც ეს საშინელი სენი გააჩერეს დედამიწაზე", - უპასუხა შიხიაშვილმა ვეტერანს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა