მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ "ფეისბუქის" გვერდზე ბავშვობის სურათები განათავსა. როგორც კომენტარებიდან გახდა ცნობილი, ფოტოებში მომღერალი 15 წლის არის. პოსტი ნიჟარაძემ სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიასთან - "ცნობილი ქართველები პლასტიკური ოპერაციების გამაოგნებელი შედეგებით" დაკავშირებით განათავსა, სადაც იგი ჩამონათვალში მოწინავე პოზიციას იკავებდა.