თინეიჯერის ტვინის საიდუმლოებები - ეს ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს

თინეიჯერის ტვინის საიდუმლოებები - ეს ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს

რამდენიმე წილის წინ ფრენსის ჯენსენის 16 წლის ქალიშვილმა მანქანა დაამტვრია. რამდენიმე წლით ადრე კი მისი მეორე შვილი (ბიჭი) სახლში თმაშეღებილი დაბრუნდა. პენსილვანიის უნივერსიტეტის ნევროლოგმა გადაწყვიტა, შეესწავლა თინეიჯერების არაეთიკური ქცევა, მათი აზროვნების პროცესები და შეგროვილი მასალები გააერთიანა წიგნში "თინეიჯერი ტვინი". მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერების ფსიქოლოგიაზე, მშობლების დამოკიდებულებაზე ბევრი დაწერილა, არავის განუმარტავს ნეირონების და ტვინის კავშირების შესახებ, რომლებიც ამ პერიოდს ხდის ისეთს, როგორიც ის თითქმის ყველა თინეიჯერს გამოუცდია. კვლევის ავტორი ამბობს, რომ მოპოვებულმა ინფორმაციამ ის უფრო მეტად მომთმენი გახადა თავისი შვილების მიმართ. მშობლების და შვილების უთანხმოება, გაუცხოება გარდატეხის ასაკში საკმაოდ აქტუალური თემაა.

თავიანთი შეკითხვები მშობლებმა წიგნის ავტორს გაუგზავნეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

რატომ არის ჩემი გოგონა აგრესიული განსაკუთრებით ჩემს მიმართ?

თინეიჯერები ხშირად არიან იმედგაცრუებულნი სიტუაციებით და საკუთარი თავით. მათ ტვინში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის მოსარგები, მოსაწესრიგებელი. რისკიანობა და იმპულსურობას ისინი გამოხატავენ, რადგან მათ ვერ მართავენ ტვინს შუბლის იმ მონაკვეთთან, რომელიც აკონტროლებს აგრესიას, განწყობას. როდესაც მშობლები უფრო მეტად დაფიქრდებიან და გაათვითცნობიერებენ იმას, თუ რა ხდება ამ დროს მოზარდის ტვინში, ეცდებიან იყვნენ უფრო მეტად მომთმენნი. ეცადეთ, იყოთ ძალიან ახლობელი თქვენი შვილისთვის, მიუხედავად იმისა, თუ ის ხელს გკრავთ. ყოველთვის დაითვალეთ ათამდე და იფიქრეთ ორმაგად.

ეს არის რთული პერიოდი, რომელიც შეიძლება იყოს ფსიქიკური დაავადების დასაწყისი, აგრესია კი ხშირად წინაპირობაა დეპრესიის ან შინაგანი შფოთვისა. ამ დროს თქვენს შვილს ყველაზე მეტად სჭირდებით და არაფრის დიდებით არ კრათ ხელი.

თავს ვგრძნობ ზედმეტად, უცხოდ ჩემი შვილების ცხოვრებაში, რატომ აღარ მეკონტაქტებიან?

თინეიჯერობის წლები, არის თვითაღმოჩენის და სიახლისკენ სწრაფვის პერიოდი. გასაკვირი არ არის, ეს ბუნებრივია, რომ მათ დაიწყეს ურთიერთობის გაწყვეტა. თინეიჯერებს უნდათ იყვნენ დამოუკიდებლები. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ სამყაროში, სადაც არც ერთი თაობის თინეიჯერს მსოფლიო ისტორიაში არ ჰქონია მსგავის სტიმულაცია, როგორიც აქვთ დღეს - ონლაინ/ინტერნეტ სამყაროში. ამიტომ აუცილებელია, რომ მშობლები მაინც ეკონტაქტონ შვილებს. იპოვეთ მომენტი იმისთვის, რომ თვალებში შეხედოთ ერთმანეთს, მხედველობითი კონტაქტი დაგეხმარებათ, ალაპარაკდეთ სენსიტიურ თემებზე. არ არის საკმარისი მხოლოდ ტელეფონზე თუ ინტერნეტით კონტაქტი, უშუალო კონტაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს