"მეც მინდა საჭმელი" - 11 700 ლარის დეფიციტი უფასო სადილისთვის და 180 ათასი ლარი პრემიებში

"მეც მინდა საჭმელი" - 11 700 ლარის დეფიციტი უფასო სადილისთვის და 180 ათასი ლარი პრემიებში

81 წლის ლიზა რუაძე ერთი თვეა გურჯაანის სათნოების სახლში უფასო სადილს ითხოვს. ის ყოველდღე აკითხავს სასადილოს, სადაც მას ცხელ წვნიანზე უარს ეუბნებიან და სახლში მშიერი ბრუნდება.

ერთოთახიან ბინაში მოხუცი მარტო ცხოვრობს. მას აღარც პენსია აქვს და აღარც სოციალური დახმარება. ერთადერთი შვილიშვილი პატიმრობიდან რომ დაეხსნა, 1 წლის პენსია და დახმარება ჯარიმაში გადაიხადა.

მოხუცს ბინაში არც ელექტროენერგია აქვს, არც წყალი და არც გაზი. გასათბობად მუყაოს ყუთები ნაგავსაყრელიდან მოაქვს. შიმშილით სიკვდილს რომ თავი დააღწიოს, ფხალს კრეფს და ყიდის, ნაშოვნი ერთი ლარით კი პურს ყიდულობს.

ლიზა ბებოს გარდა გურჯაანში უფასო სადილს კიდევ სოციალურად დაუცველი 15-ზე მეტი ოჯახი ითხოვს. ბოლო 2 თვის განმავლობაში გამგეობაში ოფიციალურად რეგისტრირებული 19 განცხადებით, უფასო სასადილოში სადილის მიღებას სულ 25 ადამიანი ითხოვს. 25 ადამიანის დღიურ კვებას 32.50 ლარი სჭირდება, თვის განმავლობაში - 975 ლარი, მთელი წლის განმავლობაში კი 11 700 ლარი.

მარტო 2014 წლის დეკემბერში, საახალწლოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 180 ათასი ლარის ოდენობით პრემია გაიცა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა