პოლიციას პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაეპარა

პოლიციას პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაეპარა

21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს სასამართლო დარბაზიდან გაეპარათ. შემთხვევა 2 თებერვალს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოხდა. მას შემდეგ პოლიცია გაქცეულ პატიმარს ეძებს, რის გამოც კახეთის რეგიონში რეიდებია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინ, გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსიში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა მეორედ მოახერხა.

შსს-ს ცნობით, დიმა ხაჩიაშვილმა სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი.

"პოლიციამ ის მალევე დააკავა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მან სასამართლოდან გაქცევა მოახერხა. შსს ატარებს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს მის დასაკავებლად. ამასთან, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთა დაუდევრობის გამო პატიმარმა გაქცევა მოახერხა", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა