სანდრა რულოვსმა თვითმფრინავში მგზავრები გააოცა

სანდრა რულოვსმა თვითმფრინავში მგზავრები გააოცა

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი ლაშა ფარულავა სანდრა რულოვსის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს თბილისიდან სტამბულამდე და სტამბულიდან ბრუსელამდე დაგვემგზავრა ქალბატონი სანდრა რულოვსი. მგზავრების გაკვირვებული სახე არასდროს დამავიწყდება, როცა ქალბატონი სანდრა ეკონომ-კლასის მგზავრებისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მათ შორის მეც გაკვირვებული დავრჩი ქალბატონი სანდრა ორი ჩემოდნით ხელში მარტო რომ დავინახე, მერე ყველას მოგვესალმა და აკადემიური სიმშვიდით დაიკავა კუთვნილი ადგილი.

ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ სტამბულის აეროპორტში მგზავრები ერთმანეთს ასწრებდნენ რომ სანდრას ჩემოდნების წაღებაში დახმარებოდნენ. ყველაზე მაგარი ლედი ჰყავდა საქართველოს, - თქვა ერთ-ერთმა მგზავრმა და გზა განაგრძო...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს