"იმედია, ეს ნაძირალა საკადრის პასუხს მიიღებს!" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ცააძეზე

"იმედია, ეს ნაძირალა საკადრის პასუხს მიიღებს!" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ცააძეზე

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.

როგორც საქმეთან დაკავშირებით პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: "ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. "სპეცოპერაციის" მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით".

გუშინ გიორგი ცააძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით კომენტარი მისცა.

"პროკურატურის გამომძიებელმა დამირეკა, მთხოვა მივსულიყავი სახლთან. სახლთან რომ მივედი, დავინახე სპეცნაზი, მანქანები და გადავწყვიტე, მივსულიყავი მე თვითონ... რა განზარახ მკვლელობაზეა ლაპარაკი, ჩვეულებრივი ღონისძიება იყო, გვესროლეს და ესროლა სპეცნაზმა. კრიმინალებმა გვესროლეს და ესროლეს", - განაცხადა გიორგი ცააძემ.

ცააძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია.

"როგორ დამავიწყდა ამ ნაძირალას ხსენება მაშინ, "იმედის" ეთერში... თავის დროზე ჩემი უბნის პოლიციის უფროსი იყო - შევარდნაძის ოპერისა და ვანოს პოლიციელის ნაზავი. იმედია, საკადრის პასუხს მიიღებს!", - დაწერა გამსახურდიამ.

გამსახურდის "ფეისბუქ-მეგობრებს" შორის ცააძეს დამცველი გამოუჩნდა:

- მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მაგრამ მას ისეთი კარგი გაზრდილი შვილი ჰყავს, ერთეული რომაა ჩვენს რეალობაში ისეთი, მეეჭვება, ნაძირალას ღირებულებისა და მემკვიდრეობიდან იყოს...

ცოტნე გამსახურდია: ძალიან ბევრმა ნაძირალამ სხვისი შვილების სიცოცხლის ფასად შვილებისათვის კარგი განათლებისა და აღზრდის მიცემა შეძლო. ბოლობოლო, როდის უნდა შეიცვალოთ გურჯებმა ზოოლოგიური მიდგომები ადამიანებისადმი?

სხვათა შორის, ედუარდ სააკაშვილსაც აქებენ, მეც როგორც ვიცი, კარგი ახალგაზრდაა.

იხილეთ ასევე: ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია! - პროკურატურა გამოძიების დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე

როგორ ჩაცხრილეს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი კორტებზე - შემზარავი დღის დეტალური რეკონსტრუქცია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს