"ბატონ იურის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში" - ლია ტოკლიკიშვილი

"ბატონ იურის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში" - ლია ტოკლიკიშვილი

დღეს "რუსთავი2"-ის ეთერში  2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამამ გარდაცვლილი ვაზაგაშვილების შესახებ სკანდალური განცხადებები გააკეთა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პროექტ "გამომძიებელი რეპორტიორის" ხელმძღვანელი, ლია ტოკლიკიშვილი პირველი იყო, ვინც იური ვაზაგაშვილის დაღუპვის შემდეგ თქვა, რომ მას ნახევარი საათით ადრე ესაუბრა.

რამდენიმე წუთის წინ მან ფეისბუქის პირად გვერდზე კიდევ ერთი საინტერესო წერილი გამოაქვეყნა. ეს წერილი თითქოს ერთგვარი პასუხია ლევან გაბუნიას დღევანდელი ბრალდების შემდეგ.

"მწერენ "რუსთავი-2-ში" გასული გადაცემის შესახებ, რომელშიც გაბუნია გამოვიდა და ბრალი დასდო ვაზაგაშვილებს. შვილს იმაში, რომ მკვლელი იყო, მამას იმაში - რომ კრიმინალი იყო. ამ ბატონთან დღეს ისაუბრეს ჩვენმა ჟურნალისტებმა და ეს ამ გადაცემამდე იყო. ველოდებოდით ჩაწერაზე, მაგრამ არ მოვიდა. მასთან ბევრი კითხვა გვაქვს. კითხვების წინ კი - სამძიმარი და ბოდიში მინდოდა მეთქვა. დიახ, იმაში ვეთანხმები, რომ გაბუნია და პაპუაშვილიც ვიღაცის შვილები იყვნენ და ისინიც იმ ბიჭებს შორის უნდა მოიხსენიებოდნენ, რომლებიც ქუჩებში ჩახოცეს განუკითხავად და რომელთა სიკვდილის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც ჯერ ნაციონალების, შემდეგ კი მისმა მემკვიდრე ხელისუფლებამ ჩიდინეს, ის არის, რომ გაურკვეველი და ობიექტურად გამოუძიებელი დატოვეს ყველა საქმე, მათ შორის - არა მხოლოდ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის, არამედ პაპუაშვილისა და გაბუნიას მკვლელობის საქმეც.

არ დავმალავ, როცა ბატონ იური ვაზაგაშვილს შევხვდი, მქონდა გულში ეს საჩოთირო მომენტი. მოვახერხე და რაღაც ფორმით ვკითხე ამაზე. შევთანხმდით, რომ ამაზეც უნდა გვემუშავა - ბატონ იურის ჰქონდა ყველა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში. სამწუხაროა, რომ ბატონ იურის ესეც არ დასცალდა.

და კიდევ ერთი - რისი თქმა უნდა "რუსთავი-2-ს"? ზურა ვაზაგაშვილი კიდეც რომ კრიმინალი ყოფილიყო და ხუბულოვი - ორჯერ კრიმინალი - ქუჩაში უნდა ჩაეხოცათ ცხოველებივით? მათი ტვინი და სისხლი უნდა დაენთხიათ მაინც და მაინც ქალაქში? ასეთი "სამართალი" და" კანონის" ასეთი ნორმები არსებობდა? ჰა! ბარემ აღიარონ, რომ არსებობდა! " - წერს ტოკლიკიშვილი.

დაგაინტერესებთ| "ვაზაგაშვილმა შვილი მომიკლა, იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო" - ლევან გაბუნიას სკანდალური განცხადება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს