ქართველი გეი იკო მამაკაცებს ტელეფონით სექსმომსახურებას აძალებს

ქართველი გეი იკო მამაკაცებს ტელეფონით სექსმომსახურებას აძალებს

ეს უცნაური შემთხვევა პირველად ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც 38 წლის თბილისელი მამაკაცი, პირობითი სახელით გიორგი, უნივერსიტეტში ლექციას კითხულობდა. მოულოდნელად ტელეფონზე მესიჯი მიიღო და ლექციის დამთავრებას აღარ დაელოდა, ისე წაიკითხა. შეთავაზება სკანდალური იყო, ახალგაზრდა ბიჭი სექსმომსახურებას სთავაზობდა. რაც მთავარია, ამაში ანაზღაურებასაც არ ითხოვდა.

როდესაც გიორგიმ მესიჯზე საკმაოდ უცენზუროდ უპასუხა, ბიჭი ამანაც არ შეაშინა და პოზების შეთავაზებაზე გადავიდა. საღამოს ამ ამბის შესახებ რამდენიმე მეგობარს მოუყვა. ბიჭებმა მონათხრობი არ დაიჯერეს და სიტუაციაში გასარკვევად უცხო ნომერზე დარეკვა გადაწყვიტეს. ტელეფონი ბიჭმა აიღო, რომელმაც მამაკაცის ხმის გაგონებისთანავე მობილური გათიშა და მალე იმავე შინაარსის მესიჯი მისწერა, რაც გიორგის.

მოგვიანებით ერთ-ერთ მათგანს გამოუტყდა კიდეც, რომ იკო ერქვა და თავისი მრავალფეროვანი ფანტაზიები გადაუშალა. ამ ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილი ის გახლავთ, რომ იკოს "მსხვერპლი" მხოლოდ ეს ორი ახალგაზრდა არ ყოფილა და ჩვენ დაახლოებით ათი მამაკაცი აღმოვაჩინეთ, რომლებსაც ერთი და იმავე ნომრიდან მამაკაცი სასიყვარულო მესიჯებს სწერდა სექსმომსახურების შეთავაზებით. მამაკაცების ასაკი 25-40 წლამდეა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს