ისევე როგორც სხვა დანარჩენში, ადამიანებს გემოვნება და შეხედულებებიც განსხვავებული აქვთ. მამაკაცების შემთხვევაში ეს ქალის ვიზუალურ იმიჯსა და გარეგნობასაც შეეხება. ვიღაცას თუ გამხდარი, ნატიფი გოგონები ხიბლავს, სხვა ხორცსავსე და ფორმებიან ქალებს აყოლებს თვალს ქუჩაში. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც უყალიბდება გემოვნება. მოკლედ, როგორც იტყვიან, "ყველა ალხანას, თავისი ჩალხანა ჰყავსო"...
მაშ ასე, როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:
ვერძს - საშუალო ტანის, აქტიური და მოქნილი, წაბლისფერთმიანი ქალი ხიბლავს.
კუროს - სავსე ფორმების მქონე, დიდმკერდიანი ქალები.
ტყუპი უმალ იხიბლება შავგვრემანი ან მწითური "ინტელექტუალებით".
კირჩხიბის იდეალი ქერათმიანი, მასიური ფორმების მქონე ე.წ. "დედის ტიპის" ქალია.