"ამათმა, მგონი, იმ ფილმის გადაღება დაიწყეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოდან გაქცეულ პატიმარზე

"ამათმა, მგონი, იმ ფილმის გადაღება დაიწყეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოდან გაქცეულ პატიმარზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზიდან პატიმარ დიმა ხაჩიაშვილის გაქცევის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"პატიმარი დიმა ხაჩიაშვილი, აი ის, რომ გაექცათ სასამართლო დარბაზიდან, დაუკავებიათ და მეორედაც გაქცეულა.

დიმა, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ, ძმაო. მე შენსკენ ვარ:)

ამათმა, მგონი, იმ ფილმის გადაღება დაიწყეს :)",- წერს ჟორჟოლიანი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინწინ გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა კვლავ მოახერხა. პატიმრის "მეორედ" გაქცევაში ტელეწამყვანი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დიმა ხაჩიაშვილმა სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. "პოლიციამ ის მალევე დააკავა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მან სასამართლოდან გაქცევა მოახერხა. შსს ატარებს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს მის დასაკავებლად. ამასთან, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთა დაუდევრობის გამო პატიმარმა გაქცევა მოახერხა", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, დიმა ხაჩიაშვილი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაიპარა, როცა მოსამართლე მიტო ხინაშვილს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ვიდრე მოსამართლე პოლიციას განჩინებას გადასცემდა, პოლიციის თანამშრომლებმა პატიმარი სასამართლო დარბაზში, რკინის გისოსში ჩაკეტეს, გასაღები კი იქვე მაგიდაზე დადეს და დარბაზიდან გარეთ გავიდნენ. პატიმარმა გასაღების აღება, გისოსის კარის გახსნა და ფანჯრის გავლით გაპარვა მოახერხა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულ პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი დარბაზში აღარ დახვდათ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს