ციკლიდან "ქართველებს არაფერი გვეშველება" - გიორგი ჯანელიძის სახალისო პოსტი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარზე

ციკლიდან "ქართველებს არაფერი გვეშველება" - გიორგი ჯანელიძის სახალისო პოსტი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარზე

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სახალისო ამბავს იხსენებს:

"მრუმე 1995 წელია. ქსუ პირველ კურსზე ვარ. 4 მეგობართან ერთად, თბილისისკენ დავიძარი საქართველო-გერმანიის თამაშზე. (პირველად ვარ თბილისში მშობლების გარეშე და მოსკოვის უბნები უკეთ ვიცი, ვიდრე თბილისის (ყოველ შემთხვევაში მოსკოვის 1 უბანი, ცირკი და მგუ სადაცაა). 5 ვართ და 3 ბილეთი გვაქვს. თამაშამდე 2 საათით ადრე ვდგავარ, სად მაშინ აზრზე არ ვიყავი (ახლა უკვე ვიცი, გერმანიის საელჩოს წინ, ქუჩის მეორე მხარეს) მომესმა მასობრივი, ომახიანი გერმანული სიმღერა, მარტო ერთი ხმა ურევს. მივიხედე და 150-მდე ორგანიზებული გერმანელი მწყობრად მოაბიჯებს და მოიმღერის, მაგრამ 1 ხმა მაინც დემონსტრაციულად ურევს. როცა ჩამოიარეს, ის 1 ამრევი, მთვრალი ქართველი, მწყობრს გამოეყო და სიგარეტი მთხოვა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს