ჩვენს საიტზე ხშირად იბეჭდება სტატიები, რომლებშიც მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ფსიქოლოგების რჩევებს ვწერთ, თუ როგორ ჯობს შვილის გაზრდა, როგორ არ უნდა მოექცე და როგორ უნდა მოექცე შვილს და ა.შ. სტატიებს ყოველთვის მოჰყვება ბევრი კომენტარი, დადებითიც და უარყოფითიც, ძირითადად მშობლების მხრიდან. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათთან ერთად მათი შვილებიც კითხულობენ და კომენტარებად ტოვებენ თავიანთ აზრებს, გასაჭირს, სადარდებელს. წერენ იმაზე, თუ რის გამო სტკივათ გული და რა სწყინთ მშობლებისგან. საჭიროდ ჩავთვალეთ, მათი აზრებიც საჯარო გაგვეხადა და სახელებისა და გვარების გარეშე გამოგვექყნებინა. იქნებ მშობლებმა თავიანთი შვილები იცნონ კიდეც და მეტად დაფიქრდნენ თავიანთი აღზრდის მეთოდებზე. ან არ იცნონ, მაგრამ იფიქრონ ამ საკითხებზე და ეცადონ, გაუგონ თავიანთ შვილებს, თუ მართლაც არ ზრდიან სწორად, შეცვალონ რაღაც, თუ ბავშვის სასიკეთოდ მოქმედებენ, მაგრამ მას ეს არ ესმის, უკეთ აუხსნან, დაელპარაკონ თავიანთ შვილებს და ჰკითხონ აზრი. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა მოზარდია, ზოგიერთი კი - უკვე გაზრდილი შვილი, თავადაც უკვე მშობელი, რომელსაც დღემდე შემორჩენია მშობლებისგან წყენა.
ურთიერთგაგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილების ცხოვრებაში. მაშ ასე, უცვლელად, ოღონდაც სახელების გარეშე გთავაზობთ ამ კომენტარებს
"დედაჩემმა ეს სტატია რომ ნახოს, ალბათ თავს ცუდად იგრძნობს... ალბათ თავი საუკეთესო დედა ჰგონია, როცა ჩემ დას ჩემზე წინ აყენებს. შვილების გარჩევა მასზე კარგად არავის გამოსდის, ჩემი აზრი სულაც არ აინტერესებს. სახლში დიდი უსამართლობაა. ყოველთვის ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. შემაქოს? სასაცილოდაც არ მყოფნის".