ვეჯინში 1 წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია

ვეჯინში 1 წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, 1 წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია. ბავშვი გურჯაანის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, რამდენიმე საათში კი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

"პაციენტი საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით შემოიყვანეს. მან თაგვის წამალი მარანში დალია",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ექიმმა გიორგი ბერიაშვილმა.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა