"თუ შვილი მოგიკლათ ვიღაცამ, თეთრ მაისურში გამოწყობილი არ უნდა პოზიორობდეთ" - ჭკადუა-გაბუნიას დაპირისპირება სასამართლოში და FB-გამოხმაურებები

"თუ შვილი მოგიკლათ ვიღაცამ, თეთრ მაისურში გამოწყობილი არ უნდა პოზიორობდეთ" - ჭკადუა-გაბუნიას დაპირისპირება სასამართლოში და FB-გამოხმაურებები

სააგენტო ipress.ge ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუასა და ლევან გაბუნიას სასამართლოს შენობაში ურთიერთშელაპარაკების ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. ირმა ჭკადუა ლევან გაბუნიას შვილის სახელით "პოზიორობაში" ადანაშაულებს.

"ფულს იღებდი დარბაისელისგან. ამ დოკუმენტებს დავდებ აუცილებლად. შვილმკვდარი მამები ასე არ იქცევიან, არ დადიან და არ ჭორაობენ. თქვენ თუ შვილი მოგიკლათ ვიღაცამ, თეთრ მაისურში გამოწყობილი კი არ უნდა პოზიორობდეთ. თქვენი შვილის სახელით პოზიორობთ. ამხელა კაცი რეებს ლაპარაკობ, არ გრცხვენია, მიწა უნდა გისკდებოდეს. საკუთარ შვილს რომ სახლი გაუყიდე და ცოლი სახლიდან გააგდე, იმას მიხედე", - ამ სიტყვებით მიმართა ირმა ჭკადუამ ლევან გაბუნიას, რომელმაც ორი დღის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით განაცხადა: "მიმიფურთხებია თბილისელისთვის, ვინც ზურა და იური ვაზაგაშვილს გმირებად შერაცხავს!".

შეგახსენებთ, ლევან გაბუნია მისი შვილის გიორგი გაბუნიასა და გივი პაპუაშვილის მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილს ადანაშაულებს.

ჭკადუასა და გაბუნიას დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი:

"ეს ქალი, ე.წ. ადვოკატი ფიქრობს, რომ თეთრი მაიუსური თუ გაცვია ე.ი. შვილის სიკვდილს არ განიცდი. ნეტა დამნაშავეებს და უდანაშაულოებს ამ ლოგიკით ავლენს?!".

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

"სიბნელე... წყვდიადი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს