"ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი

"ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი

პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" სტატუსით ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმიანება:

"ბევრი წლის წინ, უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ჩეხოვის შემოქმედების განხილვა შემხვდა. გავიხარე, რადგან მაშინაც და ეხლაც ჩეხოვი ერთ–ერთი ჩემი უსაყვარლესი მწერალი იყო და არის. სიმპათიური, მაგრამ ცოტა გაავებული გარეგნობის ქალი გვყავდა ლექტორი, სულ რომ გგონია, რომ ცისტიტი აქვს, აი მასეთი. რუსული კარგად ვიცოდი, ჩეხოვიც თან ვიცოდი, თან მიყვარდა და ვიჯექი ჩემთვის არხეინად, სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა. პასუხითაც კარგად ვუპასუხე. და აი, რომ მგონია, უკვე ყველაფერი მორჩა და დიდი ხუთიანით დედ–მამას გავახარებ, უცებ მესმის შეკითხვა "დონ ჟუანთან" დაკავშირებით, ძალიან მოულოდნელი შეკითხვა: დონ ჟუანს რომ გადაყროდი, შეგაბამდაო? ზუსტად ამ სიტყვებით! თან ისეთი სახით, თითქოს ცისტიტმაც გაუარა. ნუ მე ერთი, რასაც მივხვდი, შეკითხვა დონ ჟუანის ფენომენს ეხებოდა ზოგადად და არა მაინცდამაინც ჩეხოვის სახელობის თეატრში დადგმულ "დონ ჟუანს", და ვუპასუხე: მთელი მსოფლიოს ქალები შეაბა და მე რა წითელი კოჭი ვარ, რომ ვერ შევები, რა თქმა უნდა შემაბამდათქო. ამის თქმა იყო და გაწიწმატებულმა ლექტორმა შეურაცხყოფილი "პატიოსანი" ქალების სახელით ერთი ამომხედა,ასეთი პასუხი სტუდენტს არ ეკადრებაო, მერე თვალები მოჭუტა და წადი სარიშვილი, სამიანიო, და ამაზეც მადლობა თქვიო, მომახალა. ვერც მაშინ, ვერც მერე ვერაფრით ვერ მივხვდი, რას მერჩოდა, ან, საერთოდ, ასეთი შეკითხვა რატომ დამისვა (?!). ალბათ ჰქონდა რაღაც მიზეზი. მაგრამ ეხლა ეს არ არის მთავარი. მთავარს, რამაც დღეს მე ეს ამბავი გამახსენა, ბევრი წლის შემდეგ მივხვდი: ამ ქვეყანაში ფარისევლობას უფრო დიდი დაფასება აქვს. ეს ასეა. სამწუხაროდ".

"უნიკალური ქვეყანა ვართ, უუნიკალურესი!

ყველაფერი თავდაყირა გვაქვს:

ორი წელია, ოპოზიციას ვებრძვით და მთავრობას ვიცავთ!

თან გვშია, გვწყურია, სამართლიანობა გვინდა და კიდევ ნათელი მომავალი!

რა ქვია ამას?! – ზუსტად ის, რაც ყველამ გაიფიქრეთ!

ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!

ასე არც ერთი ხელისუფლება არ მორგებია ამ ქვეყანას, როგორც ქოცური!

სერიალი გვაკლდა ჩვენს პატივაყრილ, უმორალო და მონურ ცხოვრებაზე და ამასაც გვანახებენ უახლოეს მომავალში 200 ეგზემპლარად!

ერთხელ როცა რამე შეგეშლება, ეს შეცდომაა!

მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ა.შ. – ეს უკვე არჩევანია!

სტატუსი რეალისტურია" - წერს სარიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს