"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ" - სოციალურ ქსელში ხუბულოვზე ირაკლი ფირცხალავას განცხადებას ეხმაურებიან

"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ" - სოციალურ ქსელში ხუბულოვზე ირაკლი ფირცხალავას განცხადებას ეხმაურებიან

ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ვაჟკაცურად შეეწირა ამ ბიჭებს, - ამის შესახებ გუშინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მთელ სტრუქტურას ურჩევნია "ის ორი გარდაცვლილი", რომელიც სპეცოპერაციას შეეწირა.

"მთელმა თბილისმა იცის, რომ ხუბულოვს სოდ-ისთვის არაფერი უთქვამს და ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე. მან მოიხადა მოსახდელი და ახლა ღირსეული მოქალაქე და მამაა. მთელს სტრუქტურას ის ორი გარდაცვლილი მირჩევნია, ვაჟკაცურად შეეწირნენ ამ ბიჭებს. ხუბულოვი ვაჟკაცი ბიჭი იყო", - განაცხადა ფირცხალავამ.

ფირცხალავას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ბოლო-ბოლო ეს ხუბულოვი კრიმინალი და ბანდიტი იყო, თუ ვაჟკაცი? თუ ვაჟკაცი ბანდიტი? ან ვის შეეწირა?! რას ამბობს ეს კაცი?".

დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი:

"ყაჩაღების რომანტიზაცია გიკვირს საქართველოში? დათა თუთაშხია ვინ იყო ან ჯაბა იოსელიანი (ეს უკანასკნელი დასაწყისში მაინც)".

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ :)))))"

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ირაკლი ფირცხალავას სიმართლე".

როგორც ცნობილია, პროკურატურის ვერსიით, ალექსანდრე ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე ირაკლი ფირცხალავას ძმა ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს და სპეცოპერაციის დროს ირაკლი ფირცხალავამ ამის გამო შური იძია.

2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კიდევ 10 პირია დაკავებული. ერთს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს