რა დათმობაზე წავიდა ჯეჯი გომელაური მარიტა ჯანაშიას გამო

რა დათმობაზე წავიდა ჯეჯი გომელაური მარიტა ჯანაშიას გამო

მარიტა ჯანაშიამ და ჯეჯი გომელაურმა ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს, ჯგუფელები არიან. თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო დიდი გრძნობა არსებობდა.…

- დღესაც კი ჯეჯი, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია, ძალიან გამგებია, საინტერესოა მასთან საუბარი, თუ რამე კარგი თვისება არსებობს, ყველაფერია ჯეჯიში თავმოყრილი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით შემოიფარგლებოდა, რაც ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. ჩვენი დამეგობრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ რაღაც სხვანაირად ვიქცეოდით. საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ გაპრანჭვა დავიწყე და მაშინ მივხვდი, რომ მის მიმართ სიმპათიები მქონდა. ჯეჯი როდის მიხვდა ამას, არ ვიცი, დღემდე გაურკვეველია. ჩვენი ურთიერთობა ისე გადაიზარდა სიყვარულში, არ დავმსხდარვართ და არ გვილაპარაკია, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო, უთქმელად ვიცოდით.

- რამდენად რთულია შეყვარებული ჯეჯი და რამდენად რთული ხარ შენ?

- ორივე ძალიან რთულები ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ამ პრობლემებმა და სირთულემ ცუდ შედეგამდე არ მიგვიყვანოს, მაქსიმალურად გავუგოთ ერთმანეთს. ისე არ მოვიქცევი, რომ ჯეჯიმ თავად მითხრას, ეს არ მსიამოვნებსო, ჩემით ვხვდები, რა მოსწონს და რა - არა და შესაბამისად ვიქცევი.

- თემები, რომლებიც თქვენი დის-კუსიის საგანი ხდება.

- ძირითადად, ძალიან დიდ სისულელეებზე ვკამათობთ. საფრანგეთში ახალ წელს მე და ჯეჯი მამაჩემთან რომ ვიყავით წასულები, თან გვახლდა ჩვენი მეგობარი გოგო. ერთ დილას ისეთ სისულელეზე ვიკამათეთ, ამ მეგობარმა გვკითხა, საკამათოდ უფრო უაზრო მიზეზი ვერ იპოვეთო? მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ძირითადად სისულელეებზე ვკინკლაობთ.

- როგორც ვიცი, ერთმანეთის ოჯახებს კარგად იცნობთ.

- კი, ჯეჯის დასა და ძმასთან ვმეგობრობ. ვგიჟდები, ისე მიყვარს ორივე, ძალიან კარგი ოჯახი აქვს (ჯეჯი ნიკო გომელაურის ვაჟია - ავტ.). ჩემიანებთანაც ჯეჯის ანალოგიურად კარგი ურთიერთობა აქვს, ჩემებს მგონი ჩემზე მეტადაც კი უყვართ.

- მამას საფრანგეთში ჯეჯისთან ერთად ორჯერ ესტუმრე, საახალწლო მოგზაურობაზე მოგვიყევი….

- მამაჩემი უკვე დიდი ხანია, სა-ფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ზაფხულ- ში მოსანახულებლად გავემგზავრეთ. ჯეჯის მამაჩემი საკუთარი ოჯახის წევრივით შეუყვარდა, ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, ახალ წელსაც იქ შევხვედროდით. მამა ცხოვრობს საპორტო ქალაქ ჰავრიში. ახალი წელი თბილისში ბევრად პომპეზურად აღინიშნება, ვიდრე იქ, ფეიერვერკების გაშვება აკრძალულია, შეიძლება, მეზობელმა გიჩივლოს. სიმართლე გითხრა, წინათ რომ ვიყავით ჩასულები, მაშინ უფრო აქტიურები გახლდით, სულ აქეთ-იქით დავდიოდით, ახლა შედარებით პასიურად დავისვენეთ. წასვლამდე სპექტაკლი ვითამაშეთ და ისეთი დაღლილები ვიყავით, დასვენების მეტი არაფერი გვინდოდა, მთელი დღეები გვეძინა ან ფილმებს ვუყურებდით.

იხილეთ გაგრძელება

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)