ავტორი:

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

მოდელი ქუთაისიდან - ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ.

თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ, მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ.

2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.

სწორედ ამ პერიოდში მიიღო მონაწილეობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"... შოუში ანამ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის სახით სიყვარული იპოვა, თუმცა მათი რომანი რამდენიმე თვეში დამთავრდა.

მაშინ მოდელმა მოცეკვავეს უსურვა, რომ ისეთი ქალი ეპოვა ცხოვრებაში, როგორიც დედამისს მოეწონებოდა. მოდელის მინიშნებით, ის მომავალი დედამთილისთვის სასურველი სარძლო არ აღმოჩნდა. დიდი ხანი არ გასულა, როდესაც ანას ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა მოდელ გიგი ბერაიას სახით.

ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ.

მათი წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამორჩეული გარეგნობის გამო მოექცა. მათზე ხშირად იწერებოდა და მალე იქორწინეს და ცხოვრება საქართველოში დაიწყეს.

"ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!..“ - ამბობდა უცხოეთში კარიერის დატოვების შემდეგ ანა. 2018 წელს ანას და გიგის ქალიშვილი ევა გაუჩნდათ. გიგი ჩართულია შვილის გაზრდაში და ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ბავშვთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ევა ძალიან ჰგავს მშობლებს, რომლებიც ასევე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ხშირად და-ძმაც კი ეგონათ, როდესაც მათ ერთად ხედავდნენ. ამ ეტაპზე ანა ახვლედიანისა და გიგი ბერაიას კარიერაში არაფერი ხდება. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ერთადერთი ქალიშვილის აღზრდით არიან დაკავებულები.

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

"სველი წერტილის განხილვა ასე საჯაროდ მე თვითონ მერიდება, იმათ რატომ არ ერიდებათ, მიკვირს" - სოფო ჭყონია რთულ სამუშაო პირობებზე მოდელების ნაწილის ბრალდებას პასუხობს

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა