"სინდისიერი მინისტრი წვერს კი არ მოუშვებს, - გადადგება" - კახა კუკავა კალაძეს შეუსრულებელ დაპირებას ახსენებს

"სინდისიერი მინისტრი წვერს კი არ მოუშვებს, - გადადგება" - კახა კუკავა კალაძეს შეუსრულებელ დაპირებას ახსენებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს შეუსრულებელ დაპირებას ახსენებს.

"როდესაც მინისტრობის მე-3 წელს, საკუთრივ შენს მთავარ პროგრამას (ტარიფების კლებას) არათუ ვერ ასრულებ, არამედ უკუ-პროცესი მიმდინარეობს, ნებისმიერი სინდისიერი მინისტრი წვერს კი არ მოუშვებს, - გადადგება", - წერს კუკავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის თაობაზე თბოელექტროსადგურების მოთხოვნას განიხილავენ.

როგორც კალაძემ მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შედეგები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

"სერიოზული პრობლემები აქვთ კომპანიებს, იგივე თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ბუნებრივი აირით გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. იცით, რომ ბუნებრივი აირი 100 პროცენტით იმპორტირებულია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ", - აღნიშნა კალაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს