"აგე პასუხი" - 7 შეცდომა, რომელიც, ჩერგოლეიშვილის აზრით, პრემიერმა ბიზნესის სფეროში დაუშვა

"აგე პასუხი" - 7 შეცდომა, რომელიც, ჩერგოლეიშვილის აზრით, პრემიერმა ბიზნესის სფეროში დაუშვა

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ბიზნესისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის შესახებ გააკეთა.

"აგე მერე პასუხი:

1. მავნებლური საიმიგრაციო რეგულაციებისთვის

2. უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვისთვის

3. სულელური ცვლილებებისთვის შრომის კოდექსში

4. ადგილობრივი პროდუქციის პროტექციის კორუფციული ინიციატივისთვის

5. საფოსტო სფეროს რეგულირების კორუფციული ინიციატივისთვის

6. სტომატოლოგებისთვის შემოღებული საბჭოთა რეგულაციებისთვის

7. შრომითი მიგრაციის რეგულირების გიჟური ინიციატივისთვის და ა.შ.", - წერს ჩერგოლეიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საბჭოს წევრების განცხადებით, "ქვეყანაში დღეს კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოა, ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან სრულად თავისუფალია, თუმცა ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი და არაფრისმომცემი ბიუროკრატიის შექმნა დაუშვებელია".

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით კი, "ყველა იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის და პრობლემებს დროულად არ მოუგვარებს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს