"რატომ არ უსმენს ოლანდი პუტინს?" - სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

"რატომ არ უსმენს ოლანდი პუტინს?" - სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

კრემლში უკვე რამდენიმე საათია ვლადიმერ პუტინის, ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის პირისპირ შეხვედრა გრძელდება, რომელზეც უკრაინის კრიზისის მოგვარების გზებს განიხილავენ.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ მათ მოლაპარაკებები შეწყვიტეს და ჟურნალისტებთან პროტოკოლური ფოტოგადაღებისთვის გავიდნენ. თუმცა, მათ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ, რათა ფოტოკორესპონდენტებსა და ოპერატორებს მათი გადაღება მოესწროთ. ამ დროს რუსეთის პრეზიდენტი კოლეგებს გერმანულად ესაუბრებოდა. ამის შემდეგ მათ კვლავ მოლაპარაკება განაგრძეს.

სოციალურ ქსელში კი შეხვედრის ამსახველი ფოტო ვრცელდება. სადაც სამი ქვეყნის პირველი პირები მაგიდასთან სხედან. ფოტომ ყურადღება ერთი საინტერესო ფაქტით მიიპყრო: როცა ვლადიმერ პუტინი ანგელა მერკელს ესაუბრება, ფრანსუა ოლანდი "სადღაც შორს" იცქირება.

"На каком языке говорят Путин и Меркель?:) Олланд смотрит вдаль.:)" - ასათაურებს ფოტოს ავტორი.

აქვეა კომენტარები: "-А я говорю: - у меня нагрузки по-немецки и по-русски! А он говорит: - иди сюда, я тебе донбасса дам!"

"-они должны разговаривать на языке доверия и понимание с голосом правды!"

"-Олланд - преподаватель нем.языка."

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები მოსკოვში კონკრეტული გეგმით არიან ჩასული. თუმცა, აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოსკოვში ჩასვლამდე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ იცის, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღწევა, თუ არა დაზავების თაობაზე შეთანხმება.

რუსეთის პრეზიდენტის, საფრანგეთის ლიდერისა და გერმანიის კანცლერის მოლაპარაკებები მოსკოვის დროით 19:30 საათიდან მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს