თუნდაც თქვენს ოჯახში არ იყოს აშკარა გენეტიკური გადახრები, რომლებისაც ჩვეულებრივ ეშინიათ ხოლმე მედიცინისგან შორს მდგომ ადამიანებს (შიზოფრენია, ეპილეფსია, დალტონიზმი, ჰემოფილია და ა.შ.), ღირს სამედიცინო ხის შედგენა ყველა დაავადების მითითებით, რომლების გახსენებასაც შეძლებთ. შესაძლო დაავადებების პროგნოზირებით დაავადების თავიდან აცილებაც შეიძლება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
მართალია გულის იშემიური დაავადება მემკვიდრული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მემკვიდრულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, ჰორმონალური პათოლოგიები. არტერიული ჰიპერტენზიის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის მემკვიდრული პათოლოგია.
რა უნდა მოვიმოქმედოთ?
გულის დაავადებების უმეტესობას ერთი კარგი თვისება აქვს - ყოველთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ მისი განვითარება. ხშირად ატარეთ სუფთა ჰაერზე თქვენი შვილი, მეტად ამოძრავეთ, თქვენი ოჯახის კვების რაციონი გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით და გახსოვდეთ, რომ შეზღუდოთ ცხოველური ცხიმები და მარილი. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიფრთხილით მიიღეთ ჰორმონალური კონტრაცეპტივები და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.