კასპის გამგებელი: "18 000 ლარს ჩემი ხელფასიდან დავაბრუნებ ბიუჯეტში"

კასპის გამგებელი: "18 000 ლარს ჩემი ხელფასიდან დავაბრუნებ ბიუჯეტში"

უზენაესმა სასამართლომ კასპის რაიონის ექვსი რწმუნებულის გათავისუფლების ფაქტი უკანონოდ მიიჩნია, ხოლო მათთვის, კომპენსაციის სახით, 18 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ყოფილმა მოსამართლემ და, ამჟამად, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ასანაზღაურებელ თანხას ის საკუთარი ხელფასიდან შეავსებს.

"მე მზად ვარ, ეს 18 000 ლარი, რომელიც უნდა გაიცეს ამ პირებზე, ჩემი პირადი ხელფასიდან დავაბრუნო ბიუჯეტში," - განაცხადა გოჩიტაშვილმა.

პროცედურულად, 6 ყოფილ რწმუნებულს კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაერიცხება, ხოლო ბიუჯეტის დანაკლისს გოჩა გოჩიტაშვილი შეავსებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა