ლევან ყოჩიაშვილს დარბაისელი ძაღლი ჰყავს - ძნელია, როცა მას ''კარგავ''

ლევან ყოჩიაშვილს დარბაისელი ძაღლი ჰყავს - ძნელია, როცა მას ''კარგავ''

კანე კორსო უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლია. უწინ მას იყენებდნენ სანადიროდ, სასახლეებისა და ეკლესია-მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. გასული საუკუნის 70-იან წლებში ეს ჯიში გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა და დღეს მრავალი ქვეყნის ძაღლთსაშენებში ამრავლებენ.

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი სწორედ ამ ჯიშის ძუ ლეკვის მფლობელია, რომელიც 6 თებერვალს 5 თვის ხდება...

- კანე კორსოს ჯიშის ძაღლები ყოველთვის ძალიან მომწონდა და მინდოდა. ამ ჯიშის ძაღლები ძირითადად შავები არიან, მაგრამ ჩემი რუხია. ერთმა ახლობელმა, კარგმა კაცმა, ამ ლეკვის სახით საჩუქარი გამიკეთა.

- ძაღლს არამხოლოდ სიყვარული, არამედ მოვლაც სჭირდება...

- რა თქმა უნდა, მისთვის ოჯახის წევრებს დრო განაწილებული გვაქვს. აცრებს სანამ გავუკეთებდით, ლეკვს ორ თვემდე ძირითადად სახლში ყოფნა უწევდა. ძაღლი ჩაკეტილ სივრცეში როცაა, რთულია, რადგან ენერგიას შესაბამისად ვერ ხარჯავს, მაგრამ ახლა, რაც წამოიზარდა, მისი მოვლა გაადვილდა. მას ძირითადად მე და ჩემი მეუღლე ვუვლით, ასევე ჩემი ძმა, რომელიც ძალიან გვეხმარება.

- რა ჰქვია თქვენს ძაღლს?

- გაბი, გაბრიელა. ეს სახელი ჩემმა ძმამ შეურჩია, ისაა ნათლია (იცინის).

- გაგიჭირდათ მისი წესრიგისთვის მიჩვევა?

- თავიდან ყველა ლეკვი ასეა, მაგრამ დღეს უამრავი საშუალებაა იმისათვის, რომ ძაღლმა ავეჯი არ დააზიანოს. ლეკვებს არ ''უყვართ'' ინტერნეტისა და ტელეფონის გაყვანილობები, ამიტომ კაბელები ისე უნდა დამალო, რომ ლეკვისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს. ამ გზით ჩვენ თითქმის ყველაფერი გადაგვირჩა და შეიძლება ითქვას, ბევრი არაფერი გაუფუჭებია. ზოომაღაზიებში იყიდება რეზინის სათამაშოები და ლეკვს ეტაპობრივად ახალ-ახალი უნდა მოუტანო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს