ფოტოგრაფმა ქრისტიან ბერზელოფმა საკუთარი ფოტოსესია ახალშობილ ბავშვებს მიუძღვნა. მან ლამაზ ტანისამოსში გამოწყობილი ბავშვების ნაცვლად, სისხლითა და პლაცენტით დასვრილი ბავშვები დაბადებიდან 13 წამში აღბეჭდა.
"როდესაც ჩემი შვილი პირველად ვნახე, ის სისხლით იყო მოსვრილი და გავდა მეომარს, რომელმაც თავის პირველ ომში გაიმარჯვა", - აღნიშნა ფოტოგრაფმა. მისი თქმით, სწორედ შვილის დაბადება გახდა ამ უჩვეულო ფოტოსესიის შთაგონების წყარო.