მარტიდან გალში მეგრულენოვან ტელევიზიას ხსნიან

მარტიდან გალში მეგრულენოვან ტელევიზიას ხსნიან

პირველი მარტიდან გალში მეგრულენოვანი ტელევიზია იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას რაიონის დე ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია ავრცელებს. მისი ცნობით, ახალი ტელეარხი ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე კეთდება. მისი სტუდია გალის ფოსტის შენობაში განთავსდება, მაუწყებლობა კი აფხაზურად, რუსულად და მეგრულად იქნება.

ამასთან, ნადარაიას ცნობით, ახალი არხის სიგნალი აფხაზეთთან ერთად მთელ დასავლეთ საქართველოს დაფარავს.

ლეგიტიმურ ხელისუფლებაში ეს ცნობა საეჭვოდ მიაჩნიათ, რადგანაც, მათი თქმით, გალში მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნაზე ადრეც ყოფილა განცხადებები, თუმცა საქმით არაფერი გაკეთებულა.

"ტელევიზიის გახსნაზე თქვეს, მაგრამ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ საუბარია. 2 წელია, აქ ვარ და არაფერია. ყოველთვის ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, თუმცა არ მგონია, რომ გააკეთონ. ჯერ ერთი, ტელევიზიის გაკეთება ძალიან ძვირია. მეორე - სისულელეა, ვინ მივა მანდ სამუშაოდ?! არცერთი ქართველი არ მივა. ჯერჯერობით არაფერი მაგდაგვარი არ არის", - განაცხადა გოგოხიამ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას თქმით, გალში მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნა კუთხური სეპარატიზმის გაღვივებაზეა გათვლილი.

იხილეთ ვრცლად

radioatinati.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა