"დიახ, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვიყავი" - ბაგა-ბაღის ახალი გამგე

"დიახ, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვიყავი" - ბაგა-ბაღის ახალი გამგე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის #2 ბაგა-ბაღის შენობის წინ, გათავისუფლებულმა ბაღის გამგემ და მასწავლებლებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნებაა.

"თუ შტატების შემცირებაა, ახალი კადრები რატომ მიიღეს? წელიწად-ნახევარია, რაც ამ ბაღში ვმუშაობდი, მე გამათავისუფლეს შტატების შემცირების მოტივით, თუმცა შემდეგ ჩემს ადგილზე ახალი კადრი მოიყვანეს. როდესაც გაერთიანების უფროსთან შევედი, განმიცხადა, შენი გადასაწყვეტი არ არის, ვის დავნიშნავ და ვის გავუშვებო", - აცხადებს ყოფილი თანამშრომელი ნანა ტაბეშაძე.

ამავე ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე იამზე ახვლედიანი კი ახალი კადრების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი დანიშვნა პარტიული ნიშნით მოხდა: "ის პედაგოგები, რომლებიც სამსახურში აიყვანეს, არ არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონენი. ისინი სამსახურში პოლიტიკური ნიშნით აიყვანეს", - აცხადებს ახვლედიანი.

ბაგა-ბაღის ახალი გამგე ნინელი მშვილდაძე ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო და ასევე, ბაღდათის საკრებულოს გავლენიანი წევრის, თინა კელენჯერიძის მეგობარია.

"დიახ, ვიყავი "ქართული ოცნების" კოორდინატორი და ამავდროულად ვარ თინა კელენჯერიძის მეგობარიც. უმაღლეს განათლებასთან ერთად ნამდვილად მაქვს ის დამსახურება, რომ მე დავსაქმებულიყავი და მადლობა "ქართული ოცნებას" ამისთვის", - აცხადებს მშვილდაძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა