"სულელებთან ერთად, გამძღარი, უმორალო საზიზღრები ხართ! ფეხებზე გკიდიათ ხალხი" - ირინა სარიშვილი

"სულელებთან ერთად, გამძღარი, უმორალო საზიზღრები ხართ! ფეხებზე გკიდიათ ხალხი" - ირინა სარიშვილი

პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში მთავრობას აკრიტიკებს.

"მთავრობა კი არა, შოკი გვყავს, ნამდვილი შოკი, თან ღრმა!!!

ასეთი მიღწევები, ამ მთავრობას რომ აქვს, ისტორიას არ ახსოვსო!!!

სად მალავთ, გვაჩვენეთ ჩვენც რა!

ლარი დასტაბილურდაო!!!

კი! ნამდვილად! სტაბილურად გარბის!

თუ რამე არ მოგწონთ, ეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ბრალიაო!

ანუ, მარტო ცუდი გვეხება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, ამისი თქმა გინდათ, ჭკვიანებო, ალბათ.

და მთელს მსოფლიოში რომ ბენზინი გაიაფდა და ჩვენთან რომ ძვირდება, ეგ რას ნიშნავს?! მოიფიქრეთ სასწრაფოდ რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახი!

სულელების მეტი რა მინახავს, მაგრამ ასეთი???

თან საზიზღრები ხართ სულელებთან ერთად, გამძღარი, უმორალო საზიზღრები! ფეხებზე გკიდიათ, ხალხი რომ შიმშილით სულს ღაფავს! თქვენ ხო ხართ კარგად და არაფერი გიჭირთ!

თქვენ ვინც ხართ, გასაგებია, მაგრამ ვისაც ისევ თქვენი იმედი აქვს, იმათ რაღა ქვიათ???

სტატუსი უაღრესად კეთილგანწყობილია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს